თანხის დაბრუნების პირობები

ბოლო განახლება: 21 ივლისი, 2026

წინამდებარე პირობები აწესრიგებს აპლიკაცია „Simulator“-ში გადახდილი თანხის დაბრუნების წესს. სერვისს უზრუნველყოფს შპს „ისთეით გრუპი“.

1. ზოგადი პრინციპი

სერვისი წარმოადგენს ციფრულ მომსახურებას. გადახდილი თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ჯერ არ გისარგებლიათ შეძენილი წვდომით. სერვისით სარგებლობის დაწყების შემდეგ თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

2. გამოუყენებელი წვდომა (14 დღე)

თუ შესყიდვის შემდეგ არ გისარგებლიათ სერვისით (არ გაქვთ დაწყებული მართვის სესია ან გააქტიურებული წვდომა), შესყიდვიდან 14 დღის განმავლობაში შეგიძლიათ მოითხოვოთ გადახდილი თანხის სრული დაბრუნება.

3. მოსწავლის 48-საათიანი გამოწერა

მოსწავლის 48-საათიანი წვდომა განმეორებადი გამოწერაა და არა ერთჯერადი შენაძენი: თქვენი ბარათი ინახება და თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება ყოველ 48 საათში, სანამ გამოწერას თავად არ გააუქმებთ.

გამოწერის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს მთავარი გვერდიდან. გაუქმების შემდეგ მომდევნო პერიოდის ავტომატური ჩამოჭრა ჩერდება, ხოლო უკვე გადახდილი მიმდინარე 48-საათიანი პერიოდი ბოლომდე რჩება აქტიური. გააქტიურებული და გამოყენებული პერიოდის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

თუ გადახდა მოხდა ტექნიკური შეცდომით ან გამოწერა მცდარად განახლდა და ამ პერიოდით არ გისარგებლიათ, დაგვიკავშირდით — განვიხილავთ თანხის დაბრუნებას.

თუ წვდომა შეიძინეთ, მაგრამ ჯერ არ გაგიაქტიურებიათ, მოქმედებს მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობა.

4. მძღოლის გამოწერა

განმეორებადი (1, 6 ან 12-თვიანი) გამოწერის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს — დაგვიკავშირდით ტელეფონზე 598 787 601. გაუქმების შემდეგ მომდევნო პერიოდის ავტომატური ჩამოჭრა ჩერდება, თუმცა უკვე დაწყებული და გადახდილი მიმდინარე პერიოდის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

მომდევნო ავტომატური ჩამოჭრის თარიღი ხელმისაწვდომია აპლიკაციაში, თქვენს ანგარიშში. მომავალი გადახდის შესახებ ასევე მიიღებთ წინასწარ შეტყობინებას — დეტალები იხილეთ „წესები და პირობების“ მე-6 პუნქტში.

თუ გადახდა მოხდა ტექნიკური შეცდომით ან გამოწერა მცდარად განახლდა და ამ პერიოდით არ გისარგებლიათ, დაგვიკავშირდით — განვიხილავთ თანხის დაბრუნებას.

5. სერვისის მიუწოდებლობა

თუ თანხა ჩამოგეჭრათ, მაგრამ ტექნიკური მიზეზით ვერ მიიღეთ ანაზღაურებული წვდომა, თქვენ გეკუთვნით სრული დაბრუნება მიუხედავად ვადისა.

6. დაბრუნების წესი

დაბრუნებული თანხა ირიცხება იმავე ბარათზე ან ანგარიშზე, რომლითაც განხორციელდა გადახდა. დაბრუნება, როგორც წესი, მუშავდება მოთხოვნის დადასტურებიდან რამდენიმე სამუშაო დღის განმავლობაში (ფაქტობრივი ჩარიცხვის ვადა დამოკიდებულია ბანკზე/გადახდის პროვაიდერზე).

7. როგორ მოვითხოვო დაბრუნება

დაბრუნების მოთხოვნისთვის დაგვიკავშირდით: შპს „ისთეით გრუპი“, ს/კ 417901426, მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის 1, ტელეფონი: 598 787 601. გთხოვთ, მიუთითოთ ანგარიშის მონაცემები და გადახდის დეტალები მოთხოვნის სწრაფად დასამუშავებლად.

Simulator